გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.
ხვალ გახდება ცნობილი, რომელ კანდიდატს წარუდგენს საპროკურორო საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად და იქნება თუ არა ის ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც გასაუბრების შემდეგ 15-დან ოთხ კანდიდატს შორის მოხვდა. სწორედ ირაკლი შოთაძის მონაწილეობის გამო კონკურსს ოპოზიციამ და მესამე სექტორმა უნდობლობა გამოუცხადა. თუ საბჭო არჩევანს წელიწადნახევრის წინ ხორავას საქმეზე დაწყებული აქციების ფონზე გადამდგარ ყოფილ მთავარ პროკურორზე შეაჩერებს, შოთაძეს საპარლამენტო მხარდაჭერის მიღების პრობლემა არ ექნება.