გენერალური პროკურორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
დარეგისტრირებული 17 კანდიდატიდან სამი საპროკურორო საბჭომ გასაუბრების გზით უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. ჯერ უცნობია, მოხვდება თუ არა ამ სამ კანდიდატს შორის წელიწადნახევრის წინ ხორავას საქმის გამო გადამდგარი ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. სწორედ ამ უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს ახლა შოთაძე ლექციებს. წარდგენის შემთხვევაში მმართველი გუნდი ექს-მაღალჩინოსნის კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს. გასხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც კონკურსში საგამოძიებო უწყების ყოფილი ხემძღვანელის მონაწილეობას საკუთარი ვერსიებით ხსნის.