საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს განაგრძობს. ამ წუთებში გასაუბრება მიმდინარეობს იურისტ ალექსანდრე კობაიძესთან, რომელმაც უკვე ისაუბრა კონკურსში მონაწილეობის საკუთარ მოტივაციაზე, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
დღესვე საპროკურორო საბჭო კიდევ ერთ კანდიდატს მოუსმენს.