გენერალური პროკურორის შესარჩევი პროცესი გრძელდება.
დღეს, საპროკურორო საბჭომ პროკურატურის მაღალჩინოსანს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა. ის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს. საპროკურორო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ ესახება კანდიდატს უწყების ინსტიტუციონალური განვითარება და დამოუკიდებლობის და ნდობის ხარისხის გაზრდა. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საბჭოს ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მას შემდეგ, რაც საპროკურორო საბჭო ფარული კენჭისყრის სამ კანდიდატს შეარჩევს, პროცესში უკვე პარლამენტი ჩაერთვება.
ირაკლი შოთაძის შემცვლელის არჩევის პროცედურა ოპოზიციის და მესამე სექტორის კრიტიკის და უნდობლობის ფონზე მიმდინარეობს.