ახალი გენერალური პროკურორის შერჩევა დაიწყო.
საპროკურორო საბჭოში ორ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა – დარეგისტრირებულია 11 კანდიდატი. მათ შორის არის პროკურატურის მაღალჩინოსანი გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს. ახლა საბჭომ ფარული კენჭისყრით 11-დან სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რომლებსაც პარლამენტს წარუდგენს. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის მხარდაჭერა. ოპოზიცია საპროკურორო საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს და მიმდინარე პროცედურას ფორმალურად მიიჩნევს. გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კითხვები ძირითადად ეხება კანდიდატების გამოცდილებას, უწყების ინსტიტუციონალურ განვითარებას და დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას.
თეონა ხუბულავა ადევნებდა თვალს დღევანდელ გასაუბრების პროცესს.