მნიშვნელოვანი კენჭისყრა პარლამენტში.
გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი პირველი მოსმენით მიღებულია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ცვლილებას ხმა 126-მა დეპუტატმა მისცა. თუმცა, პროექტის გარშემო საერთო პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს. გენერალური პროკურორის ასარჩევად კვორუმის გაზრდას ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება.