მმართველი გუნდი დეცენტრალიზაციის ახალ გეგმაზე მუშაობს.
რეფორმა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობა და დაფინანსება უნდა გაზარდოს, თბილისში გამართული ფორუმის მთავარი თემა იყო. დისკუსიაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეებიც მონაწილეობდნენ. დოკუმენტის ავტორთა მთავარი მიზანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობაა, რაც წლების განმავლობაში მუდმივ პრობლემად რჩებოდა.
რეფორმა მომავალი წლისთვის უნდა იყოს მზად, 2019 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია რეგიონების დაფინანსების ზრდა.