პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს. კენჭისყრა მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს.