გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა

დაბადებამდე მამრობითი სქესისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენცია საქართველოში ისევ გამოწვევად რჩება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამ სამ რეგიონში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას პრობლემას არ მიიჩნევენ. ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად გვარის გაგრძელების აუცილებლობა სახელდება.

ზოგადი სტატისტიკა ასეთია: დაბადებისას სქესთა თანაფარდობის კუთხით 2005 წლიდან მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის ერთ-ერთ მიზეზად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საზოგადოებრივი აქტიურობაა მითითებული, თუმცა პროგრესი ნელა მიმდინარეობს.