117 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ წარდგენილ კანონპროექტს.
ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ ინიციატივას.
მიზანი, ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.