გენდერულ დისკრიმინაციასთან ბრძოლა ამჯერად კომიქსის საშუალებით. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ინიციატივა საინტერესო პროექტად იქცა. კომიქსი მოზარდი გოგოს საინტერესო ამბის და თავგადასავლის შესახებ ფენტეზის ჟანრიდანაა და თანასწორობის იდეის განვითარებას და გოგონების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
კომიქსი მოზარდი ნინის თავგადსავალზე უკვე გაყიდვაშია. დღეიდან ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება კომიქსი შეიძინოს და თანასწორობის, სამართლიანობისა და მეგობრობის შესახებ კიდევ უფრო მეტი გაიგოს.