გემოფესტი ზუგდიდში

ზუგდიდში გემოფესტი გრძელდება.

ყველაზე გემრიელი ფესტივალი სამეგრელოში დღეს საღამოს დასრულდება. მანამდე კი სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ უძველესი მეგრული კერძები მოდერნიზებული ფორმით დააგემოვნონ. კერძები სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან შეკრებილმა მზარეულებმა ბოტანიკურ ბაღში წარადგინეს. კვების ზონის პარალელურად, ადგილზე მოწყობილია აგრო ბაზარი და საბავშვო გასართობი სივრცეები.

ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზაციით ტარდება.