„გემოფესტი“ სვანეთში

მესტია კულინარიულ ფესტივალს მასპინძლობს. დამსვენებლებს 13 სხვადასხვა ობიექტზე ადგილობრივი სვანური ტრადიციული კერძების თანამედროვე ვერსიებს სთავაზობენ. მონაწილეები „გემოფესტივისთვის“ ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ, ძველი ნაცნობი კერძების მოდერნიზებული ვერსიების შესაქმნელად სვანეთში ცნობილი შეფ-მზარეულებიც იმყოფებოდნენ. ადგილობრივი სამზარეულოს და მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით დაარსებულ „გემოფესტს“ მესტიამდე რაჭამ უმასპინძლა.