გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმერეთში ორდღიან ფესტივალს გამართავს.
კულინარიული დღესასწაულში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები. „გემოფესტი“ პირველად 2022 წელს რაჭაში გაიმართა, 2023 წელს კი სვანეთში. ფესტივალი საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. მიზანია ადგილობრივი რეგიონული სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების და ოჯახების ხელშეწყობა და შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
რას ელიან ორგანიზატორები ქუთაისში დაგეგმილი „გემოფესტისგან“ და ვის შეუძლია, მასში მონაწილეობის მიღება – „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა, ეკა ყოლბაიამ უპასუხა.