მესტია „გემოფესტს“ მასპინძლობს. ფესტივალში 13 ადგილობრივი მზარეული მონაწილეობს, რომლებიც ტრადიციული კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს მოამზადებენ. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება.
დეტალებით ნათია ქენქაძე შემოგვიერთდება მესტიიდან.