„გემოფესტი 2024“ მესტიაში

სვანეთი „გემოფესტს“ მასპინძლობს. დღეს კულინარიული ფესტივალის მეორე დღეა. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მესტიაში მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, საბავშვო და მუსიკალური სივრცეები. ადგილობრივი მზარეულები კი სტუმრებს ტრადიციული სვანური კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს სთავაზობენ. ფესტივალი, რომელიც დღეს დაიხურება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.