„გემოფესტი 2024“ - კულინარიული ფესტივალის მეორე დღე

სვანეთი დღეს კულინარიული ფესტივალის მეორე დღეს მასპინძლობს. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მესტიაში მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, საბავშვო და მუსიკალური სივრცეები. ადგილობრივი მზარეულები კი სტუმრებს ტრადიციული სვანური კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს სთავაზობენ.

როგორ მიმდინარეობს ფესტივალი სვანეთში – ნათია ქენქაძე იმყოფება მესტიაში.