ტრადიციული იმერული სამზარეულო, კერძების ახლებური ვერსიები, აგრობაზარი და გასართობი ღონისძიებები, – ქუთაისი გემოფესტის მასპინძელია.
მეორე დღეა ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. ფესტივალზე სულ კვების 18 ობიექტია წარმოდგენილი. გემოფესტი ამ წუთებშიც გრძელდება და უკვე რამდენიმე საათში კონცერტით დაიხურება.
ქუთაისში მიმდინარე კულინარიულ ღონისძიებას ნათია ქენქაძე აშუქებს.