უკვე რამდენიმე საათია, ქუთაისი კულინარიულ ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ტრადიციული იმერული კერძების გათანამედროვებული ვერსიები დააგემოვნონ. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში სხვადასხვა გასართობი აქტივობაც დაიგეგმა.
ნათია ქენქაძე აშუქებს „გემოფესტს“ და დეტალებზე ახლა ის ისაუბრებს.