ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს – ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მისული სტუმრები ორი დღის განმავლობაში იმერული კერძების მოდერნიზებული ვერსიების დაგემოვნებას შეძლებენ. საღამოს კი ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.
ქუთაისში იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და ნათია ქენქაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში – როგორი განწყობაა ფესტივალზე?