მეორე დღეა რაჭა გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს. დღეს „გემო ფესტის“ დასკვნითი ნაწილია და ამბროლაურის ცენტრში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ახალი რაჭული და ლეჩხუმური კერძები დააგემოვნონ. ადგილობრივი მზარეულები ამ დღისთვის დიდი ხანია, საგანგებოდ ემზადებიან.