მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები გადაადგილებას დღეიდან შეუფერხებლად შეძლებენ. ორი კილომეტრი სიგრძის, ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახალი გზა დღეს თბილისის მერმა გახსნა.