გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მედიისთვის პირველი კომენტარიც გაკეთდა. მამა კირიონის თქმით, მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დროებითი საერთო გადახურვის სამუშაოები, რომელსაც გერმანელი სპეციალისტები განახორციელებენ. ისინი მუშაობას 5 ივლისს დაიწყებენ.
პარალელურად, გაგრძელდება შიდა სამუშაოები. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკისა და მხატვრობის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს ერთობლივად დაიწყებენ.
შეგახსენებთ, სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 15 აგვისტომდე დაკეტილი იქნება.