გელათის სამონასტრო კომპლექსში ექსპერტები მუშაობენ.
სპეციალისტებმა უნდა აღმოფხვრან რესტავრაციის დროს უხარისხოდ გაკეთებული გადახურვის ხარვეზები, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის. ადგილზე დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებიან. ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, დაზიანებულია ტაძრის სახურავის 16 %. მისივე თქმით, რესტავრაციის დროს მცირე ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ ხარვეზების გამო ფრესკები არ დაზიანებულა.