გაზსადენი „ჩრდილოეთ  ნაკადი - 2“

მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის გაგრძელება ეჭვქვეშ დგება.

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ევროკავშირმა შესაძლოა ახალი რეგულაციები დაუწესოს. პროექტის გარშემო ევროკავშირის წევრებს შორის უთანხმოებაა. ქვეყნების ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპა რუსეთზე კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული, რაც უსაფრთხოების პრობლემებს შექმნის.

ევროკავშირისთვის რუსული ბუნებრივი აირის ახალი მილსადენით მიწოდებას ეწინააღმდეგება ვაშინგტონიც. აშშ პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.