პროფესიულ კოლეჯებზე მოთხოვნა გაზრდილია – წინა წლებთან შედარებით, მიმართვიანობამ 70%-ით იმატა. განსაკუთრებული პოპულარობით ონლაინსერვისები, კომპიუტერული სისტემები და სამკერვალო და საბუღალტრო საქმეები გამოირჩევა.
ინფრასტრუქტურულ გადაიარაღებასთან და საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, პროფესიული სასწავლებლების მიმართ მაღალი ინტერესების ერთ-ერთ მიზეზად პანდემია სახელდება, რამაც დისტანციური სერვისების გააქტიურება გამოიწვია.