ბუნებრივი გაზის სექტორში კონკურენცია უნდა გაიზარდოს. ამ სფეროში ახალი სტანდარტების ამოქმედება ევროკავშირის კანონმდებლობის დანერგვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ენერგეტიკის შესახებ ჩარჩო კანონი პარლამენტში განსახილველად წლის ბოლომდე გადაიგზავნება. მისი ამოქმედება კი 2020 წლისთვის იგეგმება. გაზის ბაზრის რეგულირების თაობაზე დღეს მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში მსჯელობდნენ.