გაწყვეტილი კონტრაქტი

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. თეატრი განცხადებას ავრცელებს. წერილის მიხედვით გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოლაპარაკებები ნინო ანანიაშვილთან. რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს შეჩერების შესახებ. „თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება, კოლექტივისთვის მის ოფიციალურად წარდგენამდე, დასის არტისტებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი დონეა“, – აღნიშნული იყო განცხადებაში. ქართველმა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.