გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან

ძალაშია კანონი, რომლის მიღებას წინ არაერთი ხმაურიანი საპარლამენტო სხდომა უძღოდა.

დღეიდან სიგარეტის მოწევა ყველა შენობაში, კაფე-რესტორანში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ საზოგოდოებრივი თავშეყრის ადგილზე აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ ტაქსი, პირადი ავტომობილი, საცხოვრებელი კორპუსი და სასჯელაღსრულების დაწესებულებებია. კანონდამრღვევებს ფულადი სანქციები ემუქრებათ.

მომხმარებლებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო კერძო ობიექტების მფლობელების ნაწილი მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს. სწორედ ამ არგუმენტით თავის დროზე კანონის ამოქმედების გადასავადებლად პეტიციაც კი მზადდებოდა.