პოლიტიკური შეფასებების თემაა ახალი ფარული აუდიოჩანაწერი – გავრცელებული მასალის მიხედვით, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა პაველ ჰერჩინსკისა და ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. ჩანაწერი სააგენტო for.ge-მ გაავრცელა, მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
აუდიოჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენების მხრიდან მათი პოზიციის დაფიქსირება. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია და მისი პარტია კომენტარს არ აკეთებს.
კიდევ ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს აქციებზე და ამბობს: „არავინ იქნება ჩვენი გამჩერებელი, შანსი არ არის“. რაც შეეხება კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს: სავარაუდოდ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილის დიალოგია. ჩანაწერის მიხედვით, ნატა ფერაძე ამბობს: რა გეგმით უნდა გადაადგილდნენ პროტესტის მონაწილეები. საუბარია ასევე დაკავებების აუცილებლობაზე.