სუს-ის ხელმძღვანელის პირველი შეფასება სავარაუდო ფარული მასალების რეზონანსულ საქმეზე.
გიორგი ლილუაშვილი გადადგომას არ აპირებს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან უკვე კეთდება პირდაპირი მინიშნებები იმ ვერსიაზე, რომელზეც გამოძიება მუშაობს.
ძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის სახელით გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ფაბრიკაციად აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მმართველი გუნდის მთავარი გზავნილია, რომ ათასობით ფარული მასალის გასაჯაროების მიზანი ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაა. პარლამენტში სუს-ის უფროსის დაბარების ინიციატივა, რომლის ავტორი „ლელო“ იყო, არასაკმარისი ხელმოწერების გამო ჩავარდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც ინიციატივას არ შეუერთდა, ამ საკითხის გააქტიურებას არჩევნების შემდეგ აპირებს.