„გაუფრთხილდი ქალაქს“- ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსი გამოცხადდა
„გაუფრთხილდი ქალაქს“ – დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ექვსთვიანი სოციალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას. მისივე თქმით, კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას ექვსი თვის განმავლობაში განახორციელებს.
საკონკურსო პროექტები 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით მიიღება, კონკურსის შედეგები კი გასაჯაროვდება არა უგვიანეს 30 ივლისისა.