გაუჩინარებული სამხედრო პირების ოჯახებისთვის თანხის გამოძალვის საქმე - სასამართლო პროცესზე წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ
გაუჩინარებული სამხედრო პირების ოჯახებისთვის თანხის გამოძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. სახელმწიფო ბრალდება 3 პირს ვახტანგ ბოლქვაძეს, გია ხიდურელსა და ჯამბულ შეყილაძეს თაღლითობის მცდელობას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 16 აგვისტოს სამხედრო წვრთნების დროს ზღვაში გაუჩინარებული კაპრალ იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანიტაშვილის ოჯახს ბრალდებულები წერილებს უგზავნიდნენ გაუჩინარებულების სახელით და ფულადი თანხის ჩარიცხვას წერილში მითითებული საბანკო ანგარიშის ნომერზე სთხოვდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.