საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო მოქმედება.
რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების ცნობით, უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფრომაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
ადგილზე არსებულ ვითარებას და გატაცების დეტალებს ნინო ფისაძე არკვევდა.