საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი იმყოფებოდნენ. ირაკლი ანთაძემ ოჯახის წევრებს ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია გააცნო.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა სამი დღის წინ საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი.