თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს და 2024 წლის რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს. სხდომას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული ხელმძღვანელობდა.