პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა აჭარაში. კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით, სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, კომიტეტის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეპუტატებმა აჭარის მთავრობის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული, ტურიზმისა და კურორტების განვითარების პროექტების და აჭარის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა აჭარაში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.