განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა გასვლითი სამუშაო ვიზიტები გურჯაანში დაასრულა. გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, დეპუტატებმა საგარეჯოს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულეს. შეხვდნენ სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს და განათლების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. გაეცნენ დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკას და განათლების სექტორში არსებულ პრობლემებსაც. სამუშაო ვიზიტი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.