უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ კანდიდატს მოუსმინეს. საბჭოს წევრებმა კითხვები მოსამართლეებს, გოჩა აბუსერიძეს და თამარ ოქროპირიძეს დაუსვეს. გასაუბრება აქციის ფონზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოძრაობა „ლელო“ კონკურსს უნდობლობას უცხადებენ.