გასაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან
ხვალ გახდება ცნობილი, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს პირველ არხს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში.
თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, ირმა სოხაძე, სანდრო ვახტანგოვი – მეორე ტურში გადასული ოთხი კანდიდატიდან სამეურვეო საბჭომ არჩევანი უკვე სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, რადგან რეჟისორმა სანდრო ვახტანგოვმა დღევანდელი გასაუბრების დასრულების შემდეგ კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.
საბჭოს წევრებმა თითოეული კანდიდატისგან ვრცლად მოისმინეს, როგორ ესახებათ ტელევიზიის განვითარების გეგმა, სად ხედავენ ხარვეზებსა და პრობლემებს და როგორ აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვას. საკუთარი ხედვის წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა სამეურვეო საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხეს. დაისვა მწვავე შეკითხვებიც.