გასაუბრება საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან
საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კონკურსი სამ ვაკანტურ ადგილზეა გამოცხადებული. შესარჩევი კომისიის წევრებმა 11 კანდიდატს უნდა მოუსმინონ, მათ შორის არიან ემზარ დიასამიძე, მარინა გიორგაძე, ფირუზ ბოლქვაძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი ლაზრიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, პაატა სურგულაძე, დოდო შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე და თამარ წილოსანი.
რაც შეეხება პარლამენტის დადგენილებით შექმნილ ცხრაწევრიან კომისიას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს, კომისიაში არიან დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გედი ჯინჭარაძე, გივი აბესაძე, ნინო მეუნარგია, ნინო კაკულია, ოთარ ტატიშვილი, გოდერძი შარაშია და მარიამ გვიდიანი.
შერჩევა ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა ხდება „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით“ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, მეორე ეტაპზე კი შერჩევა ხდება კანდიდატების მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და მათთან გასაუბრების შედეგად. გასაუბრება დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.