სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გრძელდება. დღეს კანონმდებლებს ჯემალ ნათელაშვილისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, მან შესარჩევი კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოითხოვა. მან წერილობითი განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.
დეპუტატები ომბუდსმენობის მსურველების მოსმენას ხვალიდან განაახლებენ. პროცესი პარასკევს დასრულდება. კანონმდებლებმა ახალი ომბუდსმენი 8 დეკემბრამდე უნდა აირჩიონ.