გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გასაუბრება უკვე ხუთი საათია მიმდინარეობს. რა არის მოტივაცია და რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თადუმაძეზე, სად გადის ზღვარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებას შორის, – ეს არის საბჭოს წევრების შეკითხვების ნაწილი.
საკმაოდ დაძაბული იყო დიალოგი შალვა თადუმაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შორის. თადუმაძემ ჯანეზაშვილი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.