გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.

გასაუბრების პროცესში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის არის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ორ ვაკანტურ ადგილზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში განაცხადი აქვს შეტანილი.