მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან, გასაუბრების მორიგი ეტაპი სრულდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს კიდევ 14 კანდიდატს მოუსმენენ. ინტერვიუები საბჭოში დილიდან დაიწყო.
საერთო ჯამში, დასამტკიცებლად 52 მოსამართლე უნდა შეირჩეს. კანდიდატებს შორის არიან ის პირები, ვისაც სამოსამართლეო გამოცდილება არ აქვთ, ასევე მოსამართლეები, რომლებსაც სხვა კოლეგიაში გადასვლა სურთ და მოსამართლეები, რომლებსაც უფლებამოსილება ეწურებათ და უვადოდ გამწესებაზე აქვთ განაცხადი. კენჭისყრის შედეგები ორ კვირაში გახდება ცნობილი.