გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. სხდომა საპროკურორო საბჭოში მიმდინარეობს. ისევე როგორც წინა დღეებში, დღესაც ორ კანდიდატს მოუსმენენ. კითხვებს ამ წუთებში დარიკო თორდია პასუხობს, მოგვიანებით კი, ვალერი კვანტალიანს გაესაუბრებიან. რეგისტრირებულია სულ 16 მსურველი – მათგან ერთ-ერთი ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა.
ფარული კენჭისყრით ჯერ სამი კანდიდატი შეირჩევა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ერთი მათგანი წარედგინება. პარლამენტი ახალ პროკურორს, ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. გასაუბრების პროცესს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს.