იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად – გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.