პარლამენტის საკონკურსო კომისია საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს ესაუბრება.
კომისიამ მოსმენის შემდეგ უნდა შეარჩიოს საერთო ჯამში 9 კანდიდატი. მოსმენაზე კანდიდატები კომისიის წევრებს საკუთარ კონცეფციებს აცნობენ.
პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს, ორი კი – უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა. ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.