„ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი, მანანა სულთანიშვილი დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს, სადაც სულთანიშვილი ადვოკატთან ერთად მივიდა. სამართალდამცავი უწყება დაინტერესდა იმ ინფორმაციით, რაზეც სულთანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რიმა ბერაძე და სხვა პირები მასზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.