ლევან ხაბეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს შორის კვიპროსში შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია ბაჩო დოლიძისა და ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი.
პარტიის წევრები, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის მენეჯმენტს წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ ყოფილი თავმჯდომარის გარიცხვის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ განსხვავებული პოზიციები პარტიას აზარალებს, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას გარიცხვას არ გამორიცხავენ.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გასულ კვირას კვიპროსში ვიზიტისას ლევან ხაბეიშვილმა დავით კეზერაშვილისგან კონკრეტული მითითებები მიიღო, რომელიც მათ შორის პარტიის წევრებთან და პარტნიორებთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის მოქმედი მენეჯმენტი მისი და ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის გზებს ეძებს.